საქართველოს Jamiroquai ეწვევა

საქართველოს Jamiroquai ეწვევა. Jamiroquai ბათუმის ჯაზ-ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რიგით მე-11 ჯაზ-ფესტივალი ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე 27-30 ივლისს გაიმართება. მის ფარგლებში ამჯერადაც მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები იქნებიან წარმოდგენილი.

Jamiroquai  მაყურებლის წინაშე 28 ივლისს 19 საათზე ახალი ალბომით წარდგება.

2017 წლის ბათუმის ჯაზ-ფესტივალის მონაწილეები იქნებიან: Jamiroquai , Joss store, De la soul, Cory henry and The funk apostle, Mr robot's. ფესტივალს გახსნის Cory henry and The funk apostle-ის კონცერტი.

Jamiroquai-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთი 250 ლარი ეღირება. ბილეთების გაყიდვა 27 მარტს, დილით, 09:00 საათზე დაიწყება.