ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს შეუძლიათ თანამშრომლებს ისლამური თავსაბურავის ტარება აუკრძალონ

ევროკავშირის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ კომპანიებს შეუძლიათ თანამშრომლებს აუკრძალონ ისლამური თავსაბურავისა და სხვა რელიგიური სიმბოლოების ტარება, - იუწყება The Independent.

„ორგანიზაციის შიდა განაწესი, რომელიც კრძალავს პოლიტიკური, ფილოსოფიური ან რელიგიური სიმბოლოების ტარებას, არ წარმოადგენს უშუალო დისკრიმინაციას“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

„თუმცა, ასეთი განაწესის არარსებობის შემთხვევაში დამსაქმებლის სურვილი გაითვალისწინოს კლიენტის თხოვნა, რომელსაც არ სურს, რომ მომსახურებას უწევდეს თანამშრომელი, რომელიც ისლამურ თავსაბურავს ატარებს, არ შეიძლება განიხილებოდეს პროფესიულ მოთხოვნად, რომელიც დისკრიმინაციას გამორიცხავს“, - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ბელგიიდან და საფრანგეთიდან ორმა დასაქმებულმა ევროკავშირის სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც სამსახურიდან თავსაბურავის ტარებაზე უარის თქმის შემდეგ დაითხოვეს.

ბელგიელი ქალი კომპანია G4S Secure Solutions-ში მისაღებში მუშაობდა, რომელსაც შიდა განაწესის თანახმად, აკრძალული აქვს აშკარა რელიგიური ან პოლიტიკური სიმბოლოების ტარება, ხოლო ფრანგი მოსარჩელე ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კონსულტანტია, რომელსაც სთხოვეს თავსაბურავის ტარებაზე უარის თქმა მას შემდეგ, რაც კლიენტმა უკმაყოფილება გამოთქვა.