18 მარტიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 30-ზე მეტი მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია ოპერირებას იწყებს

ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, ამიერკავკასიაში პირველი ტექნოლოგიური სივრცე საქართველოში შეიქმნება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე, ერთ სივრცეში წარმოდგენილი იქნებიან ისეთი უმსხვილესი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიც არიან: Check Point, Symantec/Veritas, ESET, Hewlett Packard Enterprise, Prodware, IBM, ORACLE, Linux, WMware, EMC2, Fortinet, Ettreme, HP, Google Development Group და ა.შ.

ზემოთ ჩამოთვლილ კომპანიებთან ერთ სივრცეში თანამშრომლობა უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებას რეგიონში და საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

მსოფლიოს მაღალტექნოლოგიური კომპანიები საინფორმაციო ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების, პროგრამირებისა და სხვა ტექნოლოგიურ მიღწევებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში დანერგავენ. თანამშრომლობის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, 18 მარტს, ასევე გაიხსნება მაღალტექნოლოგიური სასწავლო ლაბორატორია. მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში სპეციალურად მაღალტექნოლოგიური სასწავლო ლაბორატორიის გახსნაზე დასასწრებად ჩამოვლენ.

მაღალტექნოლოგიურ სასწავლო ლაბორატორიაში წარმოდგენილი იქნებიან ტექნოლოგიური საერთაშორისო კომპანიები: Check Point, Symantec/Veritas და ESET-ი.

მაღალტექნოლოგიურ სასწავლო ლაბორატორიაში დაინერგება მსოფლიოს ტექნოლოგიურ ბაზარზე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული სიახლეები და პროგრამები, ერთ სივრცეში გაერთიანდება წარმოდგენილი ტექნოლოგიური კომპანიების მიღწევები.

მაღალტექნოლოგიური სასწავლო ლაბორატორიის გახსნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია ,,სოფთლაინ საქართველოს’’ თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

მაღალტექნოლოგიური სასწავლო ლაბორატორიის გახსნის გარდა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ფუნქციონირებას იწყებს ვირტუალური რეალობისა და ბიტკოინების ლაბორატორიები. ასევე, იხსნება Apple – IOS-ისა და Google – Android-ის მობილური აპლიკაციების პროგრამირების, Hewlett Packard Enterprise-ის, Prodware-ის, IBM-ის, ORACLE-ის, Linux-ის, WMware-ის, EMC2-ის, Fortinet-ის, Ettreme - ის პროგრამებზე დაფუძნებული სასწავლო კურსები.

მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები გამიზნული იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ბიზნესისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უკვე ფუნქციონირებს რამდენიმე ანალოგიური ლაბორატორია, მათ შორის HP-ის.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე გახსნილ სასწავლო ტექნოლოგიურ ლაბორატორიებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს, სახელმწიფო კომპანიებისა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში მიმდინარე სიახლეებს, ინფორმაციული ტექნოლოგიების ლიდერი კომპანიების პროდუქტებს, მათ საშუალება მიეცემათ თვითონ ჩაატარონ მსოფლიოში წარმატებული პროდუქტების ტესტირება.

bpn