„გაზპრომი“ სომხეთის დახმარებით, ირანისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას გეგმავს

„გაზპრომის“ მეთაურის ალექსეი მილერის განცხადებით, რუსეთი აპირებს ირანს ელექტროენერგია, გაცვლითი ოპერაციებით, სომხეთის დახმარებით მიაწოდოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„მომავალ წელს სომხეთი მაღალვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის აშენებას გეგმავს, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს ირანის ბაზარზე, სხვადასხვა ოპერაციით, ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელოს“, - განაცხადა მილერმა. მისივე თქმით, ამ მომენტისთვის უკვე დასრულებულია რაზდანის თბოელექტროსადგურის მეხუთე ბლოკის მოდერნიზაცია.