ბათუმიდან 50 კმ-ში 3 ტონა ოქროს ეძებენ

თურქეთის ქალაქ ართვინში, რომელიც ბათუმიდან 50 კილომეტრში მდებარეობს, 3 ტონა ოქროს ეძებენ.

თურქული მედიის ინფორმაციით, რამდენიმეკაციანი ჯგუფი გათხრებს აწარმოებს. მათი ინფორმაციით, 12 მეტრის სიღრმეში ოქროს საგანძური ინახება.

როგორც თურქული მედია წერს, გათხრები გუშინ დაიწყო და ამ ეტაპზე უკვე 7 მეტრია გათხრილი. მათი ვარაუდით, გათხრები გამთენიისას დასრულდება.