ჯაყელები თელავში ღვინის ახალ მარანს ხსნიან - მეღვინე ორგანული მეურნეობის სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე

ჯაყელების ოჯახი, რომელიც ცნობილ ბიოღვინოს აწარმოებს, თელავის რაიონში მარანსა და სადეგუსტაციო დარბაზს აშენებს.

როგორც eugeorgia.info-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ზაზა ჯაყელმა განუცხადა, პროექტის განხორციელებისთვის 50 ათასი დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამიდან მიიღეს - მარანი ორ თვეში გაიხსნება.

"ხაშმში, სადაც ვენახები გვაქვს, მარანი დავშალეთ და თელავში გადმოვიტანეთ, რადგან ხაშმში ცოტა მიუდგომელი ადგილზე ვართ, ჩიხში. ახალი მარანი ფანტასტიურ ადგილზეა, შესანიშნავი ხედებით, ეზო-კარმიდამოთი და ფანჩატურებით. მალე პირველ სტუმრებს გავუმასპინძლდებით, ჩვენს ღვინოს გავასინჯებთ... უკვე გვაქვს წინასწარი შეკვეთები", - განაცხადა ზაზა ჯაყელმა.

ჯაყელებმა ღვინის წარმოება 2001 წლიდან დაიწყეს, 2003 წელს კი ასოციაცია "ელკანას" დახმარებით, ვენახი ორგანულ მეურნეობად გარდაქმნეს. ჯაყელების "საფერავი" ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში გადის, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, პოლონეთში, იაპონიასა და აშშ-ში. პროდუქცია პრემიუმსეგმენტშია პოზიციონირებული, ერთი ბოთლი "ჯაყელების ღვინო" ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ „მიშლენის" ვარსკვლავიან რესტორანში 65 სტერლინგად იყიდება. გააგრძელეთ კითხვა