გიორგი ჩერქეზიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა
გიორგი ჩერქეზიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა
20 მარტი / 2017
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა „რედისონში“ გამართულ საერთაშორისო ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა : პერსპექტივები და გამოწვევები“ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, მიღწევებზე და და შესაძლებლობებზე ისაუბრა.

როგორც  ეკონომიკის სამინისტროდან იუწყებიან, ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფორუმს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე უცხოელი და ქართველი ინვესტორები ესწრებოდნენ. გიორგი ჩერქეზიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და გასული წელს საქართველოში შემოსული ინვესტიციების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. მისი განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1,6 მილიარდ (1,645 მლნ.) აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 22%-ით აღემატება 2015 წლის წინასწარ მონაცემებს, ხოლო 5%-ით - ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს. 2016 წელს ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი რეინვესტიციების ოდენობა და ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო რაოდენობის 32%-ს შეადგენს.

პრეზენტაცია, რომელიც მინისტრის მოადგილემ ფორუმის პანელურ სესიაზე წარადგინა, ასევე ეხებოდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და დინამიკას. გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, 2017 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2%, შეადგინა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო პერიოდის განმავლობაში.
You must have Flash Player installed in order to see this player.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება, რასაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც ეთანხმებიან. როგორც ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, 2016 წელს ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ენერგეტიკის, ფინანსურ და სამშენებლო სექტორებში. 2017 წლის იანვარში ასევე დიდი ზრდა იყო ექსპორტშიც.

პანელურ სესიაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც, მათ შორის ტურიზმის ზრდის რეკორდული მაჩვენებლების, საბანკო და საფინანსო სექტორის განვითარების, დაბალი გადასახადებისა და მიმზიდველი საინვესტიცო გარემოს შესახებ, რასაც, მისი თქმით, სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციებიც ადასტურებს. გიორგი ჩერქეზიშვილმა ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების კიდევ უფრო წარმოჩენისა და ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების ხელშეწყობისთვის.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში საქართველოს ქალაქებს შორის ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა და გარდაცვალების ფაქტი თბილისში დაფიქსირდა.
მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი რეფორმების განხორციელების კუთხით უწევს საქართველოს
საქართველოში ახალი iPhone 8-ის ექსკლუზიური მოდელი 5 555 ლარად გაიყიდა.
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, 24 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატი წრიულ ავტორბოლაში Bridgestone Black Sea Cup-2017 გაიმართება, რომელსაც წარმოადგენს „თეგეტა მოტორსი“ და „ბრიჯსთოუნი“, ხოლო გენერალური სპონსორია „მოტული“.
ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობას და ხელს შუწყობს ქართველი და ჩინელი ხალხის დაახლოებას
საქართველოში შეკერილი სამხედრო ფორმა დიდ ბრიტანეთში გაიგზავნება.
მთავრობის თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას შემდგომი წლების განმავლობაშიც
საქართველოში საპენსიო სისტემის ცვლილების კუთხით აქტიური მსჯელობის მიუხედავად, ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ თბილისში, ალუბლების ქუჩაზე, N19-ის მიმდებარედ არსებული 2 223 კვ.მ.
რუბრიკის სხვა სიახლეები
22.09.2017
ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს, - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.
სრულად
22.09.2017
მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში საქართველოს ქალაქებს შორის ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა და გარდაცვალების ფაქტი თბილისში დაფიქსირდა.
სრულად
22.09.2017
გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის გამოყოფის მიმართულებით ცვლილებებს არ გეგმავს.
სრულად
22.09.2017
ღვინის ექსპერტების აზრით, ქართული მეღვინეობის ყველაზე სუსტი წერტილი ცუდად მოვლილი ვენახებია.
სრულად
22.09.2017
ჩვენი საქმიანობის აქცენტი უნდა იყოს უფრო პრევენციული, ვიდრე სადამსჯელო
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.09.2017
22.09.2017
USD
1
USD
2.4778
2.4808
EUR
1
EUR
2.9746
2.9546
GBP
1
GBP
3.3537
3.3466
RUB
100
RUB
4.2802
4.2708