ამერიკელი მილიარდერი დევიდ როკფელერი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მილიარდერი, ბანკირი და ფილანტროპი, დევიდ როკფელერი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. როკფელერი ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში ძილში გარდაიცვალა.

”ფორბსის” ინფორმაციით, გარდაცვლილის ქონება 3,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის კი ის 581-ე ადგილს იკავებდა. დევიდ როკფელერი გამოირჩეოდა ქველმოქმედებით. ”ნიუ-იორკ თაიმსის” ცნობით, მან 900 მილიონი დოლარის ქველმოქმედება განახორციელა. როკფელერს 6 შვილი დარჩა.