2016 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 445,5 მლნ ლარი შეადგინა

2016 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 445,5 მლნ ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,8 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა , ხოლო დეფლატორი გაიზარდა 4,7 პროცენტით.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა ( 17,6 პ როცენტი) და ვაჭრობა (16,8 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს სახელმწიფო მმართველობა (10,9 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,1 პროცენტი), მშენებლობა (8,2 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,0 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,0 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,3 პროცენტი).

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (10,7 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,0 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (6,7 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,7 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (5,0 პროცენტი), ტრანსპორტი (4,3 პროცენტი).

კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში (-11.6 პროცენტი) და კავშირგაბმულობაში (-1,4 პროცენტი).

დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2017 წლის 15 ნოემბერს.