ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

21 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4491 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4816 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.25 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 22 მარტს შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 22 მარტისთვის 2.6453 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6704 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.51 თეთრი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 22 მარტისთვის 0.6795 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6836 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.41 თეთრი შეადგინა.

ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 22 მარტისთვის 3.0530 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.0812 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 2.82 შეადგინა.