ქრთამის აღების ფაქტზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს

სამართალდამცველებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქრთამის სანაცვლოდ, არ განახორციელა მასზედ დაკისრებული მოვალეობა, კერძოდ, ცხოველის საკვები უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინალურ - სანიტარული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და მოქალაქეზე გასცა ყალბი ვეტერინარული მოწმობები (ფორმა #2).

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 -დან 9 წლამდე ვადით.