ეგვიპტეში ვიზის ფასი არ გაიზრდება

ეგვიპტის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შესასვლელი ვიზების ფასი არ გაიზრდება.

წინა კვირას, ეგვიპტის ტურიზმის განვითარების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლიც მიხედვითაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში შესასვლელი ვიზის ფასის გადახედვას აპირებდა.  ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2017 წლის 1 ივლისიდან ვიზის ფასი 25 დოლარიდან 60 დოლარამდე გაიზრდებოდა. თუმცა, გადასახდელი თანხის ოდენობა არ გაზრდილა.

დღესდღეობით ერთჯერადი ვიზის ფასი ეგვიპტეში 25 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო მრავალჯერადი 6-თვიანი ვიზის - 60 აშშ დოლარს.