გორთან ახლოს ახალი შატოს ტიპის მარანი გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ღვინის მარანი "შატო ატენი" გაიხსნა. ვანიშვილების ახალი საოჯახო მარნის პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის საოჯახო ღვინის მარნების გახსნა მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ასეთი ტიპის საოჯახო მარნების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ატენური ღვინის კატეგორიის დამკვიდრებისთვის, ასევე აგროტურიზმისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის. ატენური ძალიან ცნობილი დასახელებაა და სამწუხაროდ, მისგან ცოტა ღვინო იწარმოება. ასეთი ხარისხიანი, პატარა საოჯახო მეურნეობები ნამდვილად ხელს შეუწყობს ამ პოპულარული სახელის შენარჩუნებასა და განვითარებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გააგრძელეთ კითხვა