დღეიდან ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ

თბილისში დღეიდან „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩდებიან.

ინსპექტორები მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ.

როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ სათავო ოფისში შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეითმა ინსპექტორებმა მომავალი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია კომპანიის ხელმძღვანელებისგან მიიღეს.

”მომავალი კვირიდან კი დაიწყება ქვეითი ინსპექტორების გადამზადება, რომლის ფარგლებშიც ისინი „თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი სამსახურების მიერ ორგანიზებულ ტრენინგ კურსებს დაესწრებიან.

პირველი ორი კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება, ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით გააფრთხილებენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებენ”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო palitranews.ge

Inspectors targeting polluters to appear in Tbilisi in April