„ნენსკრა ჰიდროს“ 975 214 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი 1 აშშ დოლარად გადაეცა

საქართველოს მთავრობის 14 მარტის განკარგულებით, სს „ნენსკრა ჰიდროს“ სოფელ ჭუბერში მდებარე 975 214 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი 1 აშშ დოლარად გადაეცა.

განკარგულება 23 მარტს გამოქვეყნდა.

განკარგულების თანახმად, ერთ-ერთ საპრივატიზებო პირობად „ნენსკრა ჰიდროს“ „ნენსკრა ჰესის“ აშენება და ექსპლუატაციაში მიღება განესაზღვრა. აღნიშნული ჰესის შესახებ, საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა “ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის საიმპლემენტაციო ხელშეკრულება 2015 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა.