აჭარიდან გურიაში 30-მდე ხის გადატანა იგეგმება

აჭარიდან გურიაში 30-მდე ხის გადატანა იგეგმება,- ამის შესახებ კომპანია „ზიმოს“ ინჟინერმა ირაკლი შანავამ განაცხადა.

როგორც შანავა განმარტავს, დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვა ეტაპობრივად მოხდება. ირაკლი შანავას ინფორმაციით, ამ დროისათვის მახინჯაურში „ტიტას“ ხის და მარადმწვანე სექვოიას გადასატანად მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

„აჭარიდან გურიაში დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე, მახინჯაურში „ტიტასა“ და „მარადმწვანე სექვოიას“ გადასატანად სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ხეებს სპეციალური ტრანსპორტით ზღვის გავლით, დენდროლოგიურ პარკში გადავრგავთ. მთლიანობაში, აჭარიდან გურიაში 30-მდე ხის გადატანა იგეგმება“, - აცხადებს ირაკლი შანავა.

მისივე ინფორმაციით, აჭარიდან გურიაში დენდროლოგიურ პარკში 10-მდე ხის გადარგვა უკვე განხორციელდა.