უცხოელი ტურისტების აზრით, საქართველოში გერგეტის სამება აუცილებლად უნდა ნახოთ

მსოფლიოს 197 ქვეყანაში უამრავი ღირსშესანიშავი ადგილი არსებობს, საიდანაც 76-ში ბუნებრივი, 54 ისტორიული, 29 რელიგიური და 38 ტურისტული სანახაობებია.

ვიდრე რომელიმე ქვეყნის მოსანახულებლად წახვალთ, აუცილებლად უნდა გადახედოთ ტურისტების მიერ შედგენილ რუკას, სადაც თითოეული ქვეყნის ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია აღნიშნული. 

უცხოელი ტურისტების აზრით, საქართველოში ყველამ აუცილებლად უნდა ნახოს გერგეტის სამება. გერგეტის სამება ზღვის დონიდან 2200 მეტრზე ყაზბეგში მდებარეობს.

ტურისტების აზრით, თურქეთში აუცილებლად უნდა ვნახოთ „აია სოფია“, უკრაინაში კი გორკის ცენტრალური პარკი.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, გაერთიანებულ სამეფოში ჰარის პოტერის სტუდია უნდა ვინახულოთ, იტალიაში - კოლიზეუმი, საბერძნეთში აკროპოლისის მუზეუმი, ლატვიაში- ძელი ქალაქი რიგაში და ა.შ.