ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4432 ლარი გახდა

28 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4432 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4455 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.23 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 29 მარტს შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 29 მარტისთვის 2.6516 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6573 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.57 თეთრი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 29 მარტისთვის 0.6733 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6796 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.63 თეთრი შეადგინა.

ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 29 მარტისთვის 3.0667 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.0794 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 1.27 შეადგინა.