მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ როგორ გადანაწილდება ქულები დარღვევებზე

საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონის განხილვას, რომელიც მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის დაწესებას გულისხმობს, პარლამენტი სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან დაუბრუნდება.

ცვლილების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც მართვის მოქმობა აქვს, წლის დასაწყისში - 1 იანვარს მიენიჭება 100 ქულა. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები ამოეწურება წლის დასასრულამდე, მას მართვის უფლება 1 წლის ვადით შეუჩერდება.

მართვის მოწმობის გაუქმების შესახებ მოქალაქეს ეცნობება მაშინ, ანუ გამაფრთხილებელ შეტყობინებას მიიღებს, თუკი მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობა შემცირდება 20 ქულამდე.

ქულების მინიმალური დანაკლისი არის 5, ხოლო მაქსიმალური 40 ქულა.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რამდენი ქულის დაკლებას ითვალისწინებს ესა თუ ის დარღვევა.

კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის, ითვალისწინებს 20 ქულას, ამ დანაშაულის განმეორებით ჩადენა 1 წლის ვადაში ითვალისწინებს 30, ხოლო სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის ითვალისწინებს 30 ქულის დაკლებას.

125-ე მუხლი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, ისჯება როგორც 5 ქულით, ისე უმაღლესი 40 ქულით.

აი მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, თუკი იგი სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს, ამისთვის ჩამოგეჭრებათ 25 ქულა.

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, 30 ქულის ჩამოჭრას ითვალისწინებს. იხილეთ გაგრძელება