2016 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 16 230 000 ლარით გაიზარდა

სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ 2016 წელს 18,86 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მოგებას (2.63 მილიონი ლარი) 16,23 მილიონი ლარით აღემატება. 

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

გასული წლის სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვის თანახმად,  2016 წელს წინა წელთან შედარებით, 33,24 მილიონი ლარით გაიზარდა სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემია. 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 393,04 მილიონი ლარი შეადგინა, 2015 წელს კი მოზიდული სადაზღვევო პრემია 359,80 მილიონი ლარი იყო.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, 2016 წელს სადაზღვევო კომპანიების აქტივებმა 542,30 მილიონი ლარი შეადგინა და იგი 2015 წლის იმავე მაჩვენებელს (520,37 მილიონი ლარი) 21,93 მილიონი ლარით აღემატება.

2016 წელს სადაზღვევო კომპანიების კაპიტალმა 136,27 მილიონი ლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით (100.60 მილიონი ლარი) ეს მაჩვენებლიც გაზრდილია 35,27 მილიონი ლარით.

2016 წლის ბოლოს საქართველოში სულ 14 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული. მათგან 13 სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას ფლობს, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის მფლობელია.

bpn