ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობისას აუცილებელია გაითვალისწინოთ ამ ქვეყნის ტრადიციები, მიღებული წესები და მოქმედი კანონები.
ის, რაც შესაძლოა, ჩვენთვის უჩვეულო და მიუღებელი იყოს, სხვა ქვეყანაში მიღებული და ზოგ შემთხვევაში დასჯადიც კი არის.
გთავაზობთ იმ უჩვეულო წესებსა თუ კანონებს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებს და რომელიც ტურისტებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.
იტალია
იტალიის ქალაქ ტროპეაში უკვე კარგა ხანია მოქმედებს კანონი, რომელიც ქალბატონებს პლაჟებზე წელსზევით შიშველი გარუჯვას უკრძალავს.
აშშ
აშშ-ში, ფლორიდის შტატში კვირაობით ქორწინებაში არ მყოფ ქალებს ეკრძალებათ პარაშუტიდან გადმოხტობა. აკრძალვის დამრღვევებს სოლიდური ჯარიმა და გარკვეულ შემთხვევაში პატიმრობაც კი ემუქრებათ.
იაპონია
2009 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს აკრძალვა ზედმეტ წონაზე. ქვეყნის კანონმდებელთა გადაწყვეტილებით, 40 წელს გადაცილებული მამაკაცების წელის ზომა 79 სმ-ს არ უნდა აჭარბებდეს, ქალბატონების შემთხვევაში კი 89 სმ-ს. გარდა ამისა, იაპონიაში მიუღებლად ითვლება რესტორნებში მიმტანისთვის ფულის დატოვება ან ხანგრძლივი ჩახუტება საზოგადოებრივ ადგილებში.
ჩილე
ჩილეში არასდროს ჭამენ თითებით. ქვეყანაში მანერებს დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ.
ინდოეთი
ინდოეთში აკრძალულია საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში კოცნა. ამიტომ ადგილობრივები გირჩევენ, თავი შეიკავოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კოცნისგან, ვინდაინ ციხე არ აგცდებათ.
სინგაპური
სინგაპურში ყოფნისას ტურისტები ყურადღებით უნდა მოეკიდნონ ჯარიმებს. აქ ჯარიმდება ყველა, ვინც აჭმევს ჩიტებს, ყრის ნაგავს ქუჩებში ან ჭამს საზოგადოებრივი შეკრების ადგილასა თუ ტრანსპორტში. 2004 წლიდან კი ქვეყანაში მკაცრი აკრძალვა მოქმედებს საღეჭი რეზინის იმპორტსა და გაყიდვაზე. ქვეყანაში მხოლოდ სამკურნალო თვისებების მქონე საღეჭი რეზინა იყიდება და ისიც მხოლოდ ექიმის რეცეპტით. კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც მოსახლეობა მეტროს კარებებზე საღეჭ რეზინს აკრავდა, რაც ხელს უშლიდა ელექტრომატერებლების მუშაობას. 400 დოლარით ჯარიმდება ის, ვინც საღეჭ რეზინს დაღეჭავს.
მექსიკა
მიუხედავად იმისა, რომ მექსიკაში არ არსებობს მსგავსი სახის რაიმე აკრძალვა, აქ მცხოვრებ ხალხს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჩამოსული მოგზაური მათ კულტურასა თუ ენას ეზიარება.
ახალი ზელანდია
ახალ ზელანდიელებს ძალიან სწყინთ, როდესაც ისინი ავსტრალიელებში ერევათ. გარდა ამისა, ნურასდროს იხუმრებთ რაგბიზე და „ბეჭდების მბრძანებელზე“. ნურც ის გაგიკვირდებათ, თუ ქუჩაში მშვიდად მოსეირნე ფეხშიშველ ადამიანებს შეხვდებით.
ნორვეგია
ნორვეგიაში მიუღბელია კითხვები პირის რელიგიურობასთან დაკავშირებით. ნორვეგიელთა უმრავლესობა იშვიათად დადის ეკლესიაში. ნორვეგიაში ჩასულებს ნურც ფორმალობის მოლოდინი გექნებათ - ადგილობრივები უპირატესობას არაფორმალურ მიმართვებს ანიჭებენ და ერთმანეთს სახელით მიმართავენ.
თურქეთი
თურქეთში არ სვამენ ბევრს. აქ სიმთვრალე საზოგადოებაში სამარცხვინოდ ითვლება. ინგლისი
ინგლისში ერთმანეთს არასდროს ეკუთხებიან საკუთარი ფინანსური შემოსავლების შესახებ.
დიდი ბრიტანეთი
ნუ წახვალთ ურიგოდ, ამისთვის აუცილებლად ისე გაგკიცხავენ, რომ ძალიან შეგრცხვებათ. ნურასდროს კითხავთ ბრიტანელებს, მათი შემოსავლების შესახებ. სტუმრად ან ყავაზე დაპატიჟეთ მხოლოდ კარგად ნაცნობები.
გერმანია
გერმანიაში ”ნაცისტური” მისალმება კანონით ისჯება. ასევე ნუ დაუწყებთ მიშტერებას ქუჩაში ხალხს. გერმანიაში მიიჩნევენ, რომ ასე მხოლოდ სულელები ან გაუნათლებლები იქცევიან. ნუ მოაჩვენებთ გერმანელებს თავს მაინცდამაინც მეგობრულად - ჭეშმარიტ გერმანელს გარკვეული დრო სჭირდება ახალ ნაცნობებთან მისაჩვევად.