ეს ბლოგი არ არის განკუთვნილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ მოსაზრებას ისეთი არგუმენტებით ამყარებენ, როგორიცაა:
ეგ, უვიზო მიმოსვლა მაინც ფულიანებისთვის იქნება?! - ე ბოჭო, თუ სამსახური და ბევრი ფული არ გაქვს, ევროპაში ვინ შეგიშვებს?!
მომიწევს ბევრ საკითხს შევეხო, ამიტომ შევეცდები მოკლე და შინაარსობრივი იყოს თითოეული პუნქტი.
1. ტრანსპორტი
2. განთავსების საშუალებები
3. საკვები/სასმელი
4. ლოკალური ტრანსპორტი
5. ღირშესანიშნაობები
6. თანხის გამომუშავება მოგზაურობის დროს/სეზონური ვაკანსიები
ავიაკომპანია „ვიზეარი“ ყველაზე იაფ ბილეთებს გვთავაზობს ევროპის მიმართულებით. საიტს აქვს ქართულენოვანი მხარდაჭერა, ბილეთების შეძენა შესაძლებელია 20 დოლარიდან და ეს რეალობაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ტურისტული კომპანიების გვერდის ავლით. wizzair
ryanair - ასევე ევროპის ქალაქებს შორის იაფი ფრენების განმახორციელებელი ავიაკომპანიაა (საქართველოში არ ოპერირებს). თუ თქვენ ვიზეარის საიტზე ვერ იპოვით თქვენთვის სასურველი ქალაქებისკენ რეისს, შესაძლებელია ამ ავიაკომპანიის საიტზე იპოვოთ.
flixbus - ავტო სატრანსპორტო კომპანია, რომელიც ჩემი შეფასებით ყველაზე იაფი და მოსახერხებელი საშუალებაა, რომ მოხვდეთ ევროპის რაც შეიძლება მეტ ქალაქში.
checkmybus
- აქ შეგიძლიათ მოიძიოთ ევროპაში სატრანსპორტო კომპანიების მგზავრობის ფასები და აირჩიოთ ოპტიმალური საშუალება.blablacar - ეს საიტი, შეიქმნა ადამიანებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ავტომობილი და ქალაქიდან ქალაქში (მთელს ევროპაში) გადაადგილებისას, საწვავზე გადასახდელი თანხის ეკონომიის მიზნით იწვევენ მგზავრებს. ეს არის Damemgzavre.ge-ს მსგავსი სისტემა, თუმცა უფრო მასშტაბური და ეფექტური. ამ სერვისის სარგებლობის წინ უმჯობესია მიაქციოთ ყურადღება კონკრეტული მძღოლის მომსახურებით მოსარგებლეთა შეფასებას და რაოდენობას.
raileurope აქ შეგიძლიათ ნახოთ მატარებლით მგზავრობის ფასები ევროპის ქალაქებს შორის.
couchsurfing ამ საიტის მეშვეობით შეგიძლიათ შეხვდეთ ან დარჩეთ ადგილობრივთან, სრულიად უფასოდ (რეგისტრაციისას ამომწურავად დაწერეთ თქვენს შესახებ; თუ ვინმემ გინდათ გიმასპინძლოთ, ნუ მისწერთ ტექსტს, რომელიც ჰგავს copy/past-ს; ტექსტში გულწრფელად გამოხატეთ მასპინძლით დაინტერესება, ამისათვის გაეცანით მის timeline-ს; გაეცანით რეკომენდაციებს;)
airbnb ამ საიტის მეშვეობით შეგიძლიათ იქირავოთ ბინა, სახლი, ოთახი მასპინძელთან ან მის გარეშე - იაფად! სანამ გადაწყვეტთ, რომელიმეს დაქირავებას, გაეცანით რეკომენდაციებს, რომელიც ერთგვარი სანდოობის საზომია.
hostelworld საერთო საცხოვრებლები იაფად. არის ძალიან ბევრი ქსელი, რომელსაც აქვს მაღალი ხარისხი და დაბალი ფასი
booking - აქ შეგიძლიათ დაჯავშნოთ, როგორც სასტუმრო ოთახები, ასევე ჰოსტელის საწოლები, აპრტამენტები და ა.შ.
გამოიყენეთ google map და ჩაწერეთ Grocery store, ამით გექნებათ შესაძლებლობა თქვენს მიმდებარე ტერიტორიაზე ნახოთ სასურსათო მაღაზიები, სადაც შესაძლებელია იაფად, ფასდაკლებით შეიძინოთ საკვები/სასმელი. მაგ: ამსტერდამში ყველაზე იაფი ქსელი: albert heijn
თუ ჰოსტელში ხართ, ისარგებლეთ საუზმის დამატებითი სერვისით, რადგან ფასთან შედარებით საკვების/სასმელის ბევრად დიდი არჩევანია.
budgetyourtrip ამ საიტის დახმარებით შეგიძლიათ მოიძიოთ ზოგადი ინფორმაცია იმ ქალაქში არსებული ცხოვრების ხარჯების (საკვები, განთავსების ობიექტი, ღირშესანიშნაობები, ტრანსპორტი და ა.შ) შესახებ, სადაც აპირებთ მოგზაურობას
tripadvisor ამ საიტს, სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, აქვს ერთერთი გამორჩეული ფუნქცია: თუ თქვენ იმყოფებით ისეთ ქალაქში, რომლის ღირშესანიშნაობებზე ცოტა იცით, შედით ამ საიტზე, ან გადმოწერეთ აპლიკაცია და გაეცანით ტურისტების მიერ ყველაზე ხშირად მონახულებად ატრაქციონებს, იმ ლოკაციაზე სადაც იმყოფებით, ან ნებისმიერ სხვა ქალაქში.
6.ძირითად შემთხვევებში, სეზონურ ვაკანსიებზე არ მოითხოვება სამუშაო ვიზა.
მუშაობა ჰოსტელსა თუ სასტუმროში, თუ ფლობთ ელემენტრულ საკომუნიკაციო ინგლისურს:
სოფლის მეურნეობაში და ფერმაში მუშაობა:
ბარმენი, მიმტანი, მზარეული:
• Caterer Global Bartender Jobs
• Season Workers Chef Jobs Abroad
• Caterer Global Chefs JobsChef Jobs
მასაჟის თერაპისტი, იოგას მასწავლებელი:
• Kach's story: Work and travel abroad as a massage therapist
• 10 Ways to land a job as a Yoga Teacher
თუ გეხერხებათ ან გაქვთ სწავლის უნარი, რომ ხელნაკეთი ნივთები შექმნათ, არსებობს საიტები, რომლის დახმარებითაც შეძლებთ გაყიდვას. დაგუგლეთ how to made… how to sell… პ.ს. თქვენს მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები შეგიძლიათ ასევე მიჰყიდოთ ტურისტრებს ჰოსტელში, ბარებსა თუ სხვა თავშეყრის ადგილებში.
თუ ხართ დაინტერესებული საკუთარი სერვისის/მომსახურების რეალიზაციით (ფოტოგრაფი, თმის სტილისტი, ვიჟაზისტი, ძიძა, ფოტო მოდელი, დიჯეი, გრაფიკის დიზაინია და ა.შ) განათავსეთ განცხადებები ისეთ საიტებზე როგორიცაა: craigslist ;
მარტივი, სასაუბრო ინგლისურის ცოდნა და წარმატებული მოგზაურობა გარანტირებული გაქვთ!
ავტორი: აშშ-ში ქართველი