1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4276 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4276 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4276 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4220 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0056 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.5900 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5765 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0135 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.