მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ნაცვლად, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ იქმნება

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ნაცვლად, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ იქმნება, - შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა ხელი.

დადგენილების თანახმად, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელისა და თანამშრომლების გადაყვანა მოხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ შესაბამის თანამდებობებზე.

მეწარმეობის განვითარების სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენდა, რომელიც სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაზე, კერძო სექტორის განვითარებაზე, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. სწორედ ის ახორციელებდა სახელმწიფო პროგრამას "აწარმოე საქართველოში".