ფარავანი-როდიონოვკის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია

ფარავანი-როდიონოვკის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანი-როდიონოვკა) მონაკვეთზე, მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა და აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.