შემოსავლების სამსახურმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, 5-7 აპრილს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ასევე საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების გადასახადების შემცირებისა და მოგების გადატანის ინკლუზიური პლატფორმის რიგით მეორე რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა.

როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, ფორუმის ფარგლებში, დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის სამოქმედო გეგმის (BEPS) პროექტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებმა მინიმალური სტანდარტის იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს და ერთმანეთს გამოწვევების გამკლავების საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს. ამასთან, OECD-ის საგადასახო პოლიტიკისა და ადმინისტრირების დეპარტამენტის მთავარმა მრჩეველმა პაულო ვალერიო ბარბატინიმ შეხვედრის მონაწილეებს ტექნიკური დახმარების პროგრამების შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა და ურთიერთანამშრომლობის განვითარების სფეროში საქართველო სამაგალითო ქვეყანად დაასახელა.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მე-3 რეგიონულ შეხვედრას 2017 წლის ოქტომბერში სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქი უმასპინძლებს.