სტალინის ლიმუზინი 8 500 000 ევროდ იყიდება

სტალინის ლიმუზი ЗИС-115, გერმანიაში 8 500 000 ევროდ იყიდება.

განცხადება ცნობილ საიტზე, Mobile.de-ზე გამოქვეყნდა და გამყიდველი ამტკიცებს, რომ კონკრეტულად ამ მანქანით დადიოდა იოსებ სტალინი, 1960 წელს კი, ეს ავტომობილი საბჭოთა კავშირის დამსახურებულ არტისტს გადაეცა.

ЗИС-110-ს ლონჟერონული ტიპის ჩარჩო (ჩარჩოს ტიპი ორი პარალელური გრძივძელით / ლონჟერონითა და მათ შორის გადებული განივებით) აქვს, კაპოტის ქვეშ კი, 6-ლიტრიანი ძრავა მუშაობს. ამ მანქანის ასეთ ფასად გაყიდვა ერთი შეხედვით წარმოუდგენელია.

წყარო autobild.ge