მსოფლიოს 110 ქვეყანაში მოწევაზე შეზღუდვები მოქმედებს - როგორია საერთაშორისო გამოცდილება

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი მიიღო. საკანონმდებლო პაკეტის სრულად მიღებამდე 2 მოსმენა დარჩა, თუმცა, საკითხმა გამოხმაურება უკვე ჰპოვა.

ხშირად, ინიციატივის ავტორებს, მაგალითად საერთაშორისო გამოცდილება მოაქვთ. Allnews.ge დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობაა თამბაქოს კონტროლის კუთხით მსოფლიოს სხვა ქვეყნებში? აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს დაახლოებით 110 ქვეყანაში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვებია დაწესებული.

როგორც აღმოჩნდა, მაგალითად, სომხეთში 2006 წელს მიიღეს თამბაქოს საჯარო და დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა, თუმცა, აღსრულების ეფექტიანი მექანიზმის არარსებობის გამო, აკრძალვა ფაქტობრივად უშედეგოა. ბულგარეთში, იგივე კანონი 2012 წელს მიიღეს. გერმანიის 16 რეგიონს, თამბაქოს მოხმარების შესახებ, საკუთარი ინდივიდუალური კანონი აქვს. ზოგ რეგიონში კანონი შედარებით მსუბუქია, ზოგან კი ძალიან მკაცრი.

ნორვეგიაში, 1988 წლიდან, მოწევა შეზღუდულია საჯარო შენობებში, სამუშაო ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. 2004 წლიდან კი მოწევა აიკრძალა ყველა დახურულ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მათ შორის სახლში.

რუსეთს, დიდი ხნის განმავლობაში, მწეველთა მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება ჰქონდა. თუმცა, 2013 წელს ნაწილობრივ, ხოლო 2014 წელს სრულად შევიდა ძალაში კანონი, თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის შესახებ. კანონი ითვალისწინებს შეზღუდვას, როგორც სამუშაო ადგილებზე, თვითმფრინავში, მატარებლებსა და მუნიციპალური ტრანსპორტში, ასევე, სკოლებში, საავადმყოფოებში, კულტურულ დაწესებულებებსა და სამთავრობო შენობებში. გააგრძელეთ კითხვა