Google-მა არაყი გამოუშვა

Google-ის პოლონურმა დანაყოფმა, დიზაინის სტუდია Redkroft-თან ერთად, საკუთარი არაყი გამოუშვა სასაჩუქრე შეფუთვაში. „ასეთი საჩუქრის შექმნის იდეა ვარშავაში Google-ის კამპუსის ისტორიას უკავშირდება. ათწლეულობის განმავლობაში შენობა, რომელშიც ახლა კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს, Koneser-ის არყის ქარხნის ცენტრი იყო. ახლა კი ეს ადგილი ინოვაციური სტარტაპების სურნელითაა მდიდარი“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ არყის სასაჩუქრე შეფუთვა ხელით არის გაკეთებული მაღალი ხარისხის მუყაოსგან. არაყი შეზღუდული რაოდენობით იქნება გამოშვებული და მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვისაა განკუთვნილი. Google-მა ინოვაციური ცენტრი Koneser-ის შენობაში 2015 წელს გახსნა. ეს კომპანიის რიგით მეექვსე კამპუსია, რომლის მიზანი სტარტაპების განვითარებაა.