ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 9 750 000 აშშ დოლარი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 9 750 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელის თანახმადაც, დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 9 750 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3861 შეადგინა.