ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს.

როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

„აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 38 520 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.800 %-ით, მაქსიმალური 10.750 % -ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.973 %-ით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 10.500%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება,“-აცხადებენ ეროვნულ ბანკში.