მრიცხველის შემოწმების მეთოდი, თუ ეჭვობთ, რომ გაზრდილ გადასახადს იხდით

თუ ფიქრობთ, რომ ელექტროენერგიის გადასახადს იმაზე მეტს იხდით, ვიდრე მოიხმართ, შესაძლოა, პრობლემურ მრიცხველთან გაქვთ საქმე, ამის შემოწმება კი თავადაც შეგიძლიათ.

ტექნიკურ მეცნიერებათა პროფესორ თემურ ხუნდაძის თქმით, თუ მრიცხველი ჩვენებას აორმაგებს, მწყობრიდანაა გამოსული ან ეს პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი, თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი მრიცხველი ჩვენებას არასწორად წერს, მისი შემოწმება ასეთი მეთოდით შეგიძლიათ:

"ავიღოთ ელექტროენერგიაზე მომუშავე რომელიმე ნივთი, მაგალითად, 60 ვტ-იანი ნათურა და მის გარდა სახლში დენის წყაროდან აბსოლუტურად ყველა ელექტრომოწყობილობა გამოვრთოთ. ნათურა ერთი საათის განმავლობაში გვენთოს და შემდეგ შევამოწმოთ, რამდენი დაწერა. თუ დაწერილი რიცხვი ნათურის სიმძლავრეს არ შეესაბამება, ესე იგი, საქმე პრობლემურ მრიცხველთან გვაქვს," - განმარტავს ის.

როგორ გამოვითვალოთ, ზუსტად რამდენ ელექტროენერგიას მოვიხმართ და რამდენად ზუსტადაა ის მრიცხველზე დატანილი? განაგრძეთ კითხვა