6 რჩევა, როგორ შეიძინოთ თვითმფრინავის ბილეთი იაფად

თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა დაახლოებით 5 ევროდ შესაძლოა, ბევრისთვის წარმოუდგენლად ჟღერდეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, საოცნებო ქვეყანაში სამოგზაურო ბილეთის იაფად ყიდვის რამდენიმე საშუალება არსებობს.

დროის სწორად შერჩევა

ის, თუ როდის ყიდულობთ ბილეთს , აისახება მის ფასზე.მაგალითად, არსებობს ე.წ. ”60 დღის წესი”, რომლის მიხედვითაც, რეისის დაჯავშნა საუკეთესო ფასად გამგზავრებამდე 1.5 – 2 თვით წინასწარ შეიძლება. გარდა ამისა, ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები ბილეთებზე იანვრის შუა რიცხვებიდან მარტის დასაწყისში ფიქსირდება (თებერვლის დღესასწაულების გამოკლებით). ასევე რეკომენდებულია ბილეთების ყიდვა სამშაბათსა და ოთხშაბათ 14: 00 საათიდან 16:00 საათამდე.

თუ ფრენა კვირის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, ბილეთის ყიდვა ან პარასკევს საღამოს, ან შაბათს ღირს.

bpn

ავიაკომპანიების სისტემური შეცდომები

არც ერთი სისტემა იდეალური არ არის და ხშირად, ავტიაკომპანიების საძიებო სისტემებიც ცდებიან. ასეთ შემთხვევაში არსებობს რამდენიმე საიტი, რომელიც მომხმარებელს უთითებს ხელსაყრელ შემოთავაზებებზე. მაგალითად:

airfarewatchdog.com - საიტს აქვს ”50 საუკეთესო ფრენის” განყოფილება, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებენ.

secretflying.com - სოციალურ ქსელებში ყოველდღე აქვეყნებს ავიაკომპანიების ”შეცდომებს”

holidaypirates.com - სისტემა, რომელიც სადღესასწაულო და საკვირაო ფასდაკლებებს ავრცელებს

24 საათის წესი

ბილეთის დაჯავშნის შემდეგ, მეორე დილას აუცილებლად შეამოწმეთ რეისები. როგორც წესი, ბილეთის ყიდვის შემდეგ საძიებო სისტემები უფრო იაფ რეისებს გთავაზობთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ბილეთს გადაცვლით, მოგიწევთ მცირე ჯარიმის გადახდა ( რიგ შემთხვევებში, ამის თავიდან აცილებაც შეიძლება), თუმცა, საბოლოოდ, გადახდილი თანხა საწყის თანხაზე იაფი. yapta.com -ის სერვისი დაგეხმარებათ გადაცვლის სურვილის შემთხვევაში.

bpn

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები

ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები ბილეთებზე დაბალბიუჯეტიან ირლანდიურ ავიაკომპანია Ryanair-ს აქვს, რომელმაც განაცხადა, რომ 2020 წლისთვის, ზოგი მისი რეისი საერთოდ უფასო იქნება. თუმცა ამ შემთხვევაშიც, საჭიროა ზუსტად იცოდეთ, როგორ გამოიყენოთ ავიაკომპანიის შეთავაზებები. მაგალითად, სანამ ბილეთს იყიდით, შეისწავლეთ ფრენების გრაფიკი. როგორც წესი, ყველაზე იაფი ბილეთები რეისამდე 54 და 10 დღით ადრე იყიდება.

ეცადეთ, თავი აარიდოთ პოპულარულ ქალაქებს. მაგალითად, თუ თქვენ პარიზში ჩაფრენა და მოგზაურობა გსურთ, არ ჩაფრინდეთ ცენტრალურ აეროპორტში, არამედ აირჩიეთ Champagne-Ardenne ან Vatry. ასე ფასი გაცილებით უფრო ნაკლები იქნება.

”ღია ქალაქის ” პრინციპი

”ღია ქალაქის” პრინციპი საკმაოდ მარტივი და გავრცელებულია. მაგალითითვის, თუ სტამბოლში გსურთ ჩაფრენა და ცხოვრობთ კიევში, არ ღირს მხოლოდ კიევი-სტამბული რეისის ყიდვა. ზოგჯერ რეისი კიევი - კიშინიოვი, რომელსაც სტამბოლში აქვს გადაჯდომა, პირდაპირ გადაფრენაზე უფრო იაფია.

იაფი ბილეთების საძიებო სისტემები

ასეთი საიტები ყოველდღიურად აანალიზებენ და აქვეყნებენ ყველაზე იაფფასიან რეისებს. მათ შორის ყველაზე პოპულარულები არს:

skyscanner.net

rumatrix.itasoftware.com

kayak.com

expedia.com

momondo.com

jetradar.com

cheapoair.com

kiwi.com

orbitz.com