პრეზიდენტის მრჩეველმა სემეკის თავმჯდომარესთან ელექტროენერგიის ტარიფების დაანგარიშების საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინე მილორავას და სემეკის წევრ გოჩა შონიას შეხვდა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან იუწყებიან.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა აღნიშნა, სემეკი არის დამოუკიდებელი, მაღალკვალიფიციური, მიუკერძოებელი ორგანო, რომლის საქმიანობაც ინვერსტორს, სახელმწიფოსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობების დაბალანსებისკენაა მიმართული.

“შეხვედრაზე განვიხილეთ ელექტროენერგიის განაწილების და მოხმარების ტარიფების დაანგარიშების 2014 წელს მიღებული მეთოდოლოგია და ინვესტორებთან ურთიერშეთანხმების მემორანდუმების არსებობის პრაქტიკა, სადაც ძირითადად წინასწარაა მითითებული ტარიფი”, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.