გასულ წელს მთლიანი მშენებლობების 41% მულტიფუნქციურ კომპლექსებზე მოვიდა

2016 წელს წელს თბილისში მთლიანი მშენებლობების 41% მულტიფუნქციურ კომპლექსებზე მოვიდა; 33% - საცხოვრებელ; 15% კი შეჩერებულ/დასრულებულ მშენებლობებზე.

კომპანია KPMG-ის ეგრეთ წოდებული ამწეების ინდექსის თანახმად, მშენებლობების ყველაზე დიდი წილი საბურთალოზე მოდის, რომელსაც ვაკე და დიდუბე-ჩუღურეთი მოსდევს.

რაც შეეხება მოსახლეობის სიმჭიდროვეს, როგორც კვლევაში აღნიშნულია, ერთ კვადრატულ კილომეტრზე ყველაზე მეტი ადამიანი - 6 517 მთაწმინდის რაიონში ცხოვრობს. საშუალოდ კი თბილისში კვადრატულ კილომეტრზე 3 910 ადამიანი მოდის. ჯამში 8 კვადრატულ კილომეტრზე 52 144 პირი ცხოვრობს.

bpn