”საქართველოს ბანკმა” საქველმოქმედო ფონდების ერთიანი ონლაინ პლატფორმა შექმნა

”საქართველოს ბანკმა” საქართველოში არსებული საქველმოქმედო ფონდების ერთიანი ონლაინ პლატფორმა www.donate.ge შექმნა.

როგორც ”საქართველოს ბანკიდან” იუწყებიან, ხსენებული პლატფორმის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ონლაინ რეჟიმში მარტივად გადარიცხოს თანხა მისთვის სასურველ ფონდში. ”მნიშვნელოვანია, რომ ფონდის ანაგრიშზე ისახება ზუსტად ის თანხა, რასაც მომხმარებელი გადარიცხავს, ანუ მომხმარებლის მიერ გაწეული შესაწირიდან არ იქვითება საკომისიო. შესაბამისად, საქველმოქმედო ფონდები თანხების შეგროვებას საკომისიოს დაქვითვის გარეშე შეძლებენ. პლათფორმაზე donate.ge ასევე თავმოყრილია ინფორმაცია ფონდების საქმიანობის შესახებ. თანხის გადარიცხვა მომხმარებელს ნებისმიერი საბანკო ბარათით შეუძლია”, - აცხადებენ ”საქართველოს ბანკში”.

საქველმოქმედო პლათფორმაზე donate.ge გაერთიანებულია საქართველოში მოქმედი ფონდები: WeHelp, „სოლიდარობის ფონდი“, ფონდი „იავნანა“, „დიტო ცინცაძის ფონდი“ და ფონდი „სიცოცხლის ხე“. უახლოეს მომავალში დაემატება სხვა ფონდებიც.