”სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველო" - დედაქალაქის მერიის ბალანსზე 287 ავტომობილია

”სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველო" თბილისის მერიასთან დაკავშირებით ახალ კვლევას ასაჯაროებს. როგორც პარტიიდან იუწყებიან, დედაქალაქის მერიის ბალანსზე 287 ავტომობილია.

”ეს ავტომობილები მხოლოდ მერიის ადმინისტრაციას, საქალაქო სამსახურებს და რაიონულ გამგეობებს ემსახურება. მარტო მერს, მის მოადგილეებს და ადმინისტრაციას 48 ავტომობილი ემსახურება, 12 საქალაქო სამსახურს 131 ავტომობილი, ხოლო რაიონულ გამგეობებს და გამგებლებს ჯამში 108 ავტომობილი. მერის ადმინისტრაციაში ოფიციალურად 6 თანამდებობის პირს ჰყავს პერსონალური ავტომობილი, 40 "ოპერატიულია" და ერთიც სამსახურებრივი. არანორმალურად ბევრია ეს რაოდენობა. არ დაგვავიწყდეს ამ ავტომობილების საწვავსაც ბიუჯეტიდან ვყიდულობთ და მათი დაზღვევის ფულსაც ჩვენ ვიხდით. 287 ავტომობილი ერთად აღებული არ ემსახურება ლონდონს, ბუდაპეშტს და პრაღის მუნიციპალიტეტებს”, - აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.