ყატარის ავიახაზები გთავაზობთ ფასდაკლების გლობალურ აქციას

ყატარის ავიახაზების გასაოცარი ფასები გაგიადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას, თუ სად გაემგზავროთ შემდეგში

თბილისი, საქართველო – ყატარის ავიახაზები გთავაზობთ საშუალებას, ისარგებლოთ ფასდაკლების გლობალური აქციით და დაგეგმოთ მოგზაურობა მსოფლიოს 150-ზე მეტი მიმართულებით. ფასდაკლების გლობალური კამპანიის ფარგლებში შეგიძლიათ დაჯავშნოთ ავიაბილეთი ყატარის ავიახაზების ნებისმიერი მიმართულებით და გამოსცადოთ მრავალი ჯილდოს მფლობელი ავიაკომპანიის მომსახურება. გლობალური ფასდაკლების აქცია ძალაშია 2016 წლის 26 აპრილიდან 3 მაისის ჩათლით, მოგზაურობა კი შეგიძლიათ 2017 წლის 21 ივნისის ჩათვლით.

მგზავრებს საშუალება აქვთ მარტივად მიიღონ გადაწყვეტილება და შეარჩიონ სასურველი მიმართულება. შეიძინეთ ეკონომ კლასის ავიაბილეთები ამერიკის შეერთებულ შტატების (ფასები იწყება 578 ევროდან*), ევროპის (ფასები იწყება 362 ევროდან*), ჩინეთის (ფასები იწყება 423 ევროდან*), ტაილანდის (ფასები იწყება 635 ევროდან*) ან ყატარის ავიახაზების ისეთი ახალი მიმართულებებით, როგორიცაა ახალი ზენლანდია ან საუდის არაბეთი.

სულ ცოტა ხნის წინ ყატარის ავიახაზებმა თავის მგზავრებს შესთავაზა განახლებული ბიზნეს კლასი, სახელწოდებით “Qsuite”, რომელიც საშუალებას აძლევს ორ, სამ ან ოთხ მგზავრს შეიქმნან თავიანთი განსაკუთრებული და უნიკალური გარემო ბორტზე. სრულად ტრანსფორმირებადი დიზაინის მეშვეობით პირველი კლასის მომსახურება და სერვისი უკვე ხელმისაწვდომი გახდა ბიზნეს კლასში. ყატარის ავიახაზების ახალი პროდუქტი “Qsuite” გთავზობთ უპირობო კომფორტსა და ინოვაციურ გარემოს.

2016 წლის Skytrax-ის დაჯილდოვებაზე ყატარის ავიახაზები გახდა მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასის ჯილდოს მფლობელი, ხოლო ჰამადის საერთაშორისო აეროპორტს, Skytrax-ის მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოებაზე გადაეცა ხუთი ვარსკვლავი და დასახელდა მსოფლიოს მეექვსე საუკეთესო აეროპორტად.

ყატარის ავიახაზები მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიაა, რომელიც 195 თანამედროვე საჰაერო ხომალდით ასრულებს ავიარეისებს მსოფლიოს 150-ზე მეტი მიმართულებით. ყატარის ავიახაზების მიმართულებების ქსელს 2017 წელს დაემატება ისეთი საინტერესო და საოცარი ქალაქები, როგორიც არის: ჩიანგ მაი, იანბუ, დუბლინი, ნიცა, სკოპიე, ლას ვეგასი და ბევრი სხვა.

* წესები და პირობები იხილეთ დაჯავშნისას. ფასები მოცემულია აეროპორტის მოსაკრებლების ჩათვლით და არ მოიცავს მომსახურების გადასახადს. გლობალური ფასდაკლების აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს www.qatarairways.com/ge, ყატარის ავიახაზების წარმომადგენლობით ოფისს ან თქვენთვის სასურველ ტურისტულ სააგენტოს.

ყატარის ავიახაზების შესახებ:

ყატარის ავიახაზები არის ყატარის სახელმწიფოს ნაციონალური გადამყვანი, რომელიც წელს აღნიშნავს დაარსებიდან 20 წლის იუბილეს. ყატარის ავიახაზები მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიაა, რომელიც 195 თანამედროვე საჰაერო ხომალდით ასრულებს ავიარეისებს მსოფლიოს 150-ზე მეტი მიმართულებით და სთავაზობს მგზავრებს საუკეთესო მომსახურებას ეკონომსა და ბიზნეს კლასში. ყატარის ავიახაზების მიმართულებების ქსელს 2017 წელს დაემატება ისეთი საინტერესო და საოცარი ქალაქები, როგორიც არის: ჩიანგ მაი, იანბუ, დუბლინი, ნიცა, სკოპიე, ლას ვეგასი და სხვა.

2016 წლის Skytrax-ის მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზების დაჯილდოვებაზე ყატარის ავიახაზებს გადაეცა მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასის, მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასის ლაუნჯის და ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო ავიახაზის თანამშრომლების ჯილდოები.

ყატარის ავიახაზები არის გლობალური ალიანსის oneworld წევრი. 2015 წლის Skytrax-ის მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზების დაჯილდოვებაზე oneworld დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზების ალიანსად. ყატარის ავიახაზები პირველი ავიაკომპანიაა, რომელიც შეუერთდა ამ ალიანსს შუა აზიის ქვეყნებიდან და ამით საშუალება მისცა თავის მგზავრებს, ისარგებლონ 14,250 ყოველდღიური რეისით, 1,000-ზე მეტი აეროპორტით მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში.

Oryx One - ეს არის ყატარის ავიახაზების ბორტზე არსებული გასართობი სისტემა, რომელშიც ჩატვირთულია 3,000-ზე მეტი სხვადასხვა სახის გასართობი პროგრამა, მათ შორის უახლესი ბლოკბასტერები, ფილმები, სატელევიზიო პროგრამები, მუსიკალური ალბომები, თამაშები და მრავალი სხვა. ყატარის ავიახაზების ბოინგ B787, აერობუს A350, A380, A319 და ზოგიერთ A320 და A330 ტიპის ავაიხომელდები არჭურვილია თანამედოვე Wi-Fi და GSM სისტემებით, რაც საშუალებას აძლევს მგზავრს იყოს კონტაქტზე მთელი გადაფრენის განმავლობაში.

ყატარის ავიახაზები მხარს უჭერს და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ წამოწყებებსა და აქციებში. ყატარის ავიახაზები არის ბარსელონას სამეფო საფეხბურთო კლუბისა და ალ-ალჰის, საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბის გენერალური სპონსორი და განიხილავს სპორტს, როგორც ყველაზე საუკეთესო საშუალებას ხალხის ერთმანეთთან დასაკავშირებლად, რაც ასევე აღიქმება ავიაკომპანიის ბრენდირებულ სლოგანში - ვიმოგზაუროთ ერთდ.

ყატარის ავიახაზები ტვირთის გადაზიდვის სერვისში, არის მსოფლიოს მესამე ყველაზე დიდი გადამზიდი, რომელიც ფლოტში არსებული 195 უახლესი ავიახომალდით ემსახურება 50 სატვირთო და 150-ზე მეტ ბიზნეს მიმართულებას. ყატარის ავიახაზების სატვირთო ფლოტი შედგება 1 აერობუს A330Fs, 11 ბოინგ B777 და 1 ბოინგ B747 ტიპის ხომელდებისგან.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ყატარის ავიახაზების წარმომადგენლობით ოფისს

პირიმზე პლაზა, ვეკუას ქ. 3 0105, თბილისი, საქართველო

ტელ: +995 322 439607/08/09

ელ-ფოსტა: infotbs@ge.qatarairways.com

ვებგვერდი www.qatarairways.com/ge

(R)