კობა გვენეტაძე ეკონომიკურ ზრდაზე - დილით გამოქვეყნებული ციფრები ადასტურებს, რომ შესაძლებელი იქნება იმ ზრდის მიღწევა, რომელიც მთავრობის მიერ გაცხადდა

დილით გამოქვეყნებული ციფრები უფრო ადასტურებს იმას, რომ შესაძლებელი იქნება იმ ზრდის მიღწევა, რომელიც გაცხადებული იყო მთავრობის მიერ , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მარტის თვისა და პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ დღეს დილით გამოქვეყნებული ციფრები უფრო ადასტურებს იმას, რომ შესაძლებელი იქნება იმ ზრდის მიღწევა, რომელიც გაცხადებული იყო მთავრობის მიერ. ჩვენი აქამდე გაკეთებული ანალიზის მიხედვითაც, 4% ის ზრდაა, რომელიც შესაძლებელი იქნება, რომ წელს მიღწეულ იყოს. ჩვენ ასევე გავაახლებთ ჩვენს პროგნოზებს უახლოეს მომავალში“, - განაცხადა გვენეტაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის მარტში ეკონომიკური ზრდის ტემპმა 5,3 პროცენტი, ხოლო I კვარტალის საშუალო ეკონომიურმა ზრდამ 5,0 პროცენტი შეადგინა.