საქართველოში შიდა ფრენებზე ბილეთის ფასი გაიაფდება

საქართველოში შიდა ფრენებზე ბილეთის ფასი გაიაფდება.

ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. “საქართველოს მთავრობის ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ნაწილია შიდა ავიაციის წახალისება. მთავრობის ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით უფრო იაფი რეისების განხორციელებას და ქართულ საავიაციო ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენას”, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ახალი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, საგადასახადო კოდექსში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც შიდა ავიაციისთვის განკუთვნილი საწვავი დღგ-სა და აქციზის გადასახადისგან გათავისუფლდება.