სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ , ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტის, ჯამში 5040 ღერის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო მოქალაქეს, რომელსაც შემოჰქონდა დამალული სიგარეტი (400 ღერი), გაფრთხილება შეეფარდა.