ბათუმსა და ჭიათურაში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი ხორციელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი გრძელდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან, ამჯერად თბილისის მონაცემებს ორი ქალაქის, ბათუმსა და ჭიათურაში დამონტაჟებული ავტომატური სადგურების მონაცემები დაემატა.

„აღნიშნული სადგურების საშუალებით დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში ხორციელდება“, - აცხადებენ სააგენტოში.