TABAN Airlines საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

TABAN Airlines საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.როგორც ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, ირანული ავიაკომპანია TABAN Airlines, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე 2016 წელს შემოვიდა, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე ფრენის სიხშირეს თეირანი-თბილისი-თეირანის მიმართულებით გაზრდის.

„TABAN Airlines 2 სიხშირის ნაცვლად კვირაში 6 სიხშირით იფრენს. გაზრდილი ფრენები 7 მაისიდან 22 სექტემბრამდე, ყოველდღე, შაბათის გარდა, Airbus A310, Boeing B737 და 757 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ირანულ ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა 3 მაისს მიანიჭა“, - აცხადებენ სამინისტროში.