ზარალის დამთვლელი კომისიის მონაცემებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 770 ჰექტარი ვენახი დაისეტყვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიის ხელმძღვანელის ჯემალ შალაშვილის ინფორმაციით, ჯამში დასეტყვილია 6 სოფელი, ესენია: ახაშენი, ზეგაანი, ჩუმლაყი, ველისციხე, მუკუზანი, ბაკურციხე და კარდენახი.

,,ყველაზე მეტად დაისეტყვა სოფელი ბაკურციხე. ზოგადად მუნიციპალიტეტში ჯამში დასეტყვილია 770 ჰექტარი ვენახი, 710 ჰექტარი კურკოვანი, 15 ჰექტარი ერთწლიანი კულტურები და ძირითადად, ბაღჩა-ბოსტნეული. რაც შეეხება მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს, 5-დან 50%-მდე მერყეობს.

ზარალის ანაზღაურებაზე იმსჯელებს შესაბამისი სტრუქტურა და მიიღებს გადაწყვეტილებას. კომისიამ მუშაობა დაასრულა, ჩვენი უფლებამოსილება იყო, რომ ზარალის ზოგადი სურათი აგვეღწერა", – განაცხადა შალაშვილმა.