ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა დღის ბოლომდე აღდგება

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა დღის ბოლომდე სრულად აღდგება. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან. დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ91-კმ101 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია.

ხოლო, ინტენსიური წვიმისა და ქვის ცვენის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ183 მოძრაობა აკრძალულია, ამჟამად გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დღის ბოლომდე სრულად აღდგება.