ჰაკერებს კიბერშეტევის შედეგად 42 ათასი დოლარი გადაურიცხეს

ჰაკერებმა, რომლებმაც კიბერშეტევა განახორციელეს, 42 ათასი აშშ დოლარი მიიღეს ბიტკოინის სახით იმ კომპიუტერების მფლობელებისგან, რომელთა კომპიუტერებიც დაავირუსეს.

აღნიშნულის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Times იუწყება.

გაზეთის ინფორმაციით, ჰაკერებს ჯერ არ მოუხსნიათ ანგარიშიდან აღნიშნული თანხა.

ამ მომენტისთვის ფულის გადახდის 110 შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის საერთო ჯამი 23.5 ბიტკოინს შეადგენს (42 ათას აშშ დოლარზე მეტი).

გამოცემის ინფორმაციით, მონიტორინგის ქვეშაა სამი ვირტუალური ანგარიში, რომელზეც ჰაკერები თანხების გადარიცხვას ითხოვენ.

12 მაისს გლობალური მასშტაბით საავადმყოფოები, მსხვილი კომპანიები და სამთავრობო უწყებები მასიური კიბერშეტევების ობიექტები გახდნენ. კიბერუსაფრთხოების ფირმა Avast-მა მსოფლიოს 99 ქვეყანაში 75 000 კიბერშეტევა გამოავლინა.

ჰაკერების მიერ გამოყენებული პროგრამა „WannaCry“ დავირუსებულ კომპიუტერზე ყველა ფაილების ფუნქციონალურ შესაძლებლობებს ზღუდავს და კომპიუტერის ადმინისტრატორს წვდომის აღსადგენად თანხის გადახდას სთხოვს.