ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183-ე კილომეტრზე მოძრაობა ცალმხრივადაა შესაძლებელი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183-ე კილომეტრზე არსებული კლდიდან ჩამოსული ზვავის შედეგად ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა ცალხმრივად აღდგა.

ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები ავტოტრანსპორტის მოძრაობის ორმხრივ რეჟიმში აღსადგენად.

ჩამოსული ზვავის სავარაუდო მოცულობა 300-400 კუბური მეტრია, რამაც გამოიწვია გზის დაკეტვა.