"რუსთავი 2“, „მაესტრო“ და „იმედი“ შეთანხმდნენ, რომ ჩვენება ფასიანი გახადონ

კომპანია „სილქნეტი“ მომხმარებლებს  პაკეტის შესაძლო გაძვირების შესახებ აფრთხილებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებმა კომპანიისგან შეტყობინების სახით მიიღეს.  

„გვსურს შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე. „რუსთავი 2“, „მაესტრო“ და „იმედი“ აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი ჩვენება, რამაც შეიძლება პაკეტის ღირებულება გააძვიროს", - ატყობინებს კომპანია მომხმარებლებს.