ევროკომისიამ "ფეისბუქი" 122 მილიონი დოლარით დააჯარიმა

ევროკომისიამ ამერიკული სოციალური ქსელი "ფეისბუქი" 122 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილების მიზეზი ფეისბუქის მიერ WhatsApp -ის ყიდვისას დადებული ხელშეკრულების დარღვევა აღმოჩნდა.

ევროკომიის განცხადების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებისას, "ფეისბუქმა" აღნიშნა, რომ ვერ შეძლებდა საიმედო სისტემის შექმნას, რომლის შედეგადაც ორივე სერვისის მომხმარებლების ექაუნთები და პირადი ინფორმაციები შეერთდებოდა ან დაუკავშირდებოდა ერთმანეთს. თუმცა, 2016 წლის აგვისტოში WhatsApp-მა განაცხადა, რომ "ფეისბუქმა" შეცვალა კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა და შესაძლებელი გახადა WhatsApp-ის მომხმარებლების ნომრები მათი Facebook-ის ექაუნთებისთვის დაეკავშირებინა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სოციალურმა ქსელმა იმთავითვე არასწორი ინფორმაცია წარადგინა ტექნიკური შესაძლებლობებისა და პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ.

ოქტომრის შემდეგ, ფეისბუქმა დროებით შეწყვიტა ევროკავშირში WhatsApp-ის მეშვეობით მომხმარებლების პირადი ინფორმაციების შეგროვება.