კახა კალაძე - საქართველო პატარა ქვეყანაა და სასოფლო-სამეურნეო მიწები უნდა იყოს ქართველების საკუთრებაში

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიწა არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, საქართველო არის პატარა ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო მიწები უნდა იყოს ქართველების საკუთრებაში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ამ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება იყოს ისეთი დიდი საერთაშორისო კომპანიები, როგორიცაა თხილის ბიზნესის კომპანია "როშე" და სხვა. ეს ინვესტიციების შემოსვლას ნამდვილად არ შეუშლის ხელს. აქ საუბარია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც არის მოთხოვნა, რადგან სახელმწიფო პროგრამებია და მას გამოიყენებს ადგილობრივი ბიზნესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ეს არის არა მარტო მისი და პრემიერ-მინისტრის პოზიცია, არამედ მთელი გუნდის პოზიცია.